მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რუსთავი2-ს განუცხადეს, მამაკაცს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარი