"კიდევ ორ დედას მოუკლეს სიმწრით ნაზარდი შვილი, იდევ ორი დედა იცვამს შავს"

"თბილი, მოსიყვარულე და კეთილი გიორგი ვერ ვიჯერებ"
"ჩემი და შენი ბოლო სელფი... დღის ბოლომდე მეგონა რომ ტყუილი იყო და უცებ გამოჩნდებოდი... ყველგან შენი სახეა ახლა და სტატუსი - გარდაცვლილი... ასე არა,ოღონდ ასე არა... ძალიან მიყვარხარ ჩემო არანორმალურო მეგობარო,გპირდები წარსულად არასდროს გახსენებ..."
"aრ ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო...ბოლო ადამიანი ვიყავი ვინც ცოცხლები გნახათ და ეს უფრო მეტად მთრგუნავს...ვერ ვიჯერებ რომ ეს მოხდა, პოლიციამ რომ დამიწყო რეკვა მეგონა რამე ხუმრობა იყო და ხუმრობა დავუწყე. არ მჯერა რო მართალია...რამდენი გეგმები გვქონდა მეორე დღისთვის დაწყობილიიი...იქნებ ამიხსნათ რა ხდება ეს ჩვენ ქვეყანაში"
"უამრავი ზარი განხორციელდა ჩემთან, ვინ აღარ დაირეკაა, ვხედავ რომ მართლა გული ატკინეთ ყველას, გიო და ზვიოოო, მგონი ვგიჟდები((((((((("
"ჩემო უსაყვარლესო და უკარგესო ადამიანებო ძალიან მიყვარხართ და მეყვარებით სიკვდილამდე..და იმის მერეც. გული მატკინეთ და ამომგლიჯეთ ის იმედი რომ სიცოცხლეს აზრი აქვს..განადგურებული ვარ და არ მჯერა რომ ვეღარ გნახავთ ვერასდროს..ალბათ მაშინ როცა მეც მოვკვდები მაშინ შევხვდებით ისევ ერთმანეთს. გიო შენ სიმღერა უნდა მასწავლო ხომ არ დაგავიწყდა, ესე არ უნდა დაგეტოვებინე და შენ ზვიო შემ ფეისბუქის ლაივებს რო ვეღარ გააზიარებ რა ვქნა. ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა. ლაივებს ვინ დარდობს. უფალამა ნათელში გამყოფოთ"

"ესე არაააა, გთხოვვვვ არა(((( ხვალ ორივე ერთად დამირეკავთ და მეტყვით, ინგაკო გვენატრები გამოდიოოო, ეს რა გავიგეეე((( მგონი უკვე გადავდივარ ჭკუიდან, ჩემი გიოოო და ზვიო((((( განადგურებული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა, როგორ დავიმშვიდო თავი??? ის რომ შენ სხვაგან გადახვედი და ნათელითქო? ((((( ვგიჟდებიიიიიი((((( უზომოდ მტკივა ორივე და რა უნდა ვიფიქრო??? სასწრაფო გამოძიებააააა, გაიხსნას რა მოხდაააა, გაიხსნაააასსს!!!!!"

"მტკივა უშენობა მტკივა ზვიადი ხორცი მეწვის სული აღარ მაქვს. არ მინდა შენი მესიჯების და შენი ხმის გარეშე განვაგრძო ცხოვრება. მენატრები და მიყვარხარ ჩემო ულამაზესო. ნეტავ შემეძლოს ეხლა ჩაგკიდო ხელი და შენთან ერთად მეც წამოვიდე იქ სადაც შენ ხარ"

"რატომ, რატომ? როგორ ვადევნებდი თვალს ზვიოს წარმატებებს. ვის უშლიდნენ რა ბოროტებაა. რა უფლებით ართმევენ ადამიანებს სიცოცხლეს? ვინ მიგდიან ეს მკვლელები. არ გიცნობდით და გული მტკივა. დღეს რომ გავიგე ეს ამბავი და მერე კიდევ ნაცნობი ადამიანები.. ნათელი თქვენს სულებს ბიჭებო"

"არ მჯერა ზვიო უსაყვარლესო, ეს როგორ მოხდა... შენნაირმა ადამიანმა ვის რა დაუშავა ესეთი რომ ასე სასტიკად მოგექცნენ. ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა შენ ხარ".

"ნარკოტიკები არა კვახი, ზვიადი ჩემს თვალწინ გაიზარდა ჩემი ძმიშვილის კლასელია ვიცნობ კარგად. აი გიო კი ჩემი ყოფილი თანამშრომლის და უკვე მეგობრის ლია ბაღათურიას შვილია. უსაყვარლესი ბიჭი ვიცნობდი ამათ და ვიცი ნარკოტიკების მომხმარებელი არც ერთი იყო. ახლა რასაც უნდათ იმას იტყვიან უგულო უსულო ცივსისხლიანი ხალხი, ჭორიკნები. ხალხო ის თქვით რომ კიდევ ორ დედას მოუკლეს სიმწრით ნაზარდი შვილი, კიდევ ორი დედა იცვამს შავს. განა ისე გულგრილად სათქმელიაა დედას შვილი რო უკვდება, მკვლელებო მშობლები თუ არ ხართ ხომ ოდესმე გახდებით და ამაზე არასდროს გიფიქრიათ?"

"არა ეს გაბოროტებული ბრბო რას არ იტყვის ახლა? სად ვართ რა ქვეყანაში ხალხო? მთავრობა და პატრონი რომ არ ყავს ქვეყანას კი ვიცი, მაგრამ ხალხი რამ გააბოროტა ეს მიკვირს", - წერენ გარდაცვლილი ბიჭების "ფეისბუქზე" ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი გიო ხაჭაპურიძე და მოდელი ზვიო სალთხუციშვილი ბათუმში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ბიჭები აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

კომენტარი