მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივები ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.

კომენტარი