სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი მთაწმინდაზე - ცეცხლი, სავარაუდოდ, დიდ ფართობს მოიცავს (ფოტო;ვიდეო)

მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. ცეცხლი, სავარაუდოდ, დიდ ფართობს მოიცავს.
ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ამ დრომდე სამაშველო სამსახურს სამაშველო ოპერაცია არ დაუწყია.ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებში 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ადგილზეა და შესაძლოა მის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100