სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული პრესა: „გაიქეცი მიხო, გაიქეცი“ - სოციალურ ქსელში სააკაშვილის ბედზე ქილიკობენ

რუსული გამოცემა მიხეილს სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და რუსი ხალხის რეაქციის შესახებ წერს. რუსული საზოგადოება ამ ფაქტმა აღაფრთოვანა და საჯარო ქილიკიც დაიწყო სოციალურ ქსელში სტატუსებითა და კომენტარებით.

რუსი ინტერნეტ მომხმარებლები სააკაშვილს მაწანწალას, პუტინიგ აგენტს, ჰალსტუხის მჭამელს, ტყიდან გამოქცეულს უწოდებს. ისინი წერენ, რომ მიშას ამერიკაში წასასვლელიც არ აქვს, რადგან ტრამპი მას არ შეუშვებს.

რაც შეეხება სტატიის ავტორს, ის თავის სუბიექტურ აზრსა და პოზიციას ღიად აფიქსირებს და ანტიპათიას არ მალავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ჟურნალისტი წერს, რომ რამდენიმე ადამიანმა „მოუხერხებელ, არაპოპულარულ და სულელ მიხოს“ მხარი დაუჭირა და სინანული გამოთქვა მისი უკრაინიდან შესაძლო გაძევების შესახებ. სტატიის ავტორი საზოგადოების ამ ნაწილმა როგორც ჩანს, გააბოროტა, რადგან ვერ მალავს ირონიას და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ გუშინ ტვიტერზე მიშას მოუხერხებელ პიჯაკს დასცინოდნენ და ახლა სულ სხვა პოზიციას იჭერენ. ამავე ჟურნალისტის სიტყვების მიხედვით, სააკაშვილი უკრაინაში მხოლოდ დამკვირვებლის როლს თამაშობდა და ახლა მოუწევს ან ამერიკას ემათხოვროს თავშესაფრის მიღებაზე ან პირდაპირ საქართველოს ციხეში ამოყოს თავი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსული პრესა არასდროს წერდა მიშას მიღწევების შესახებ ოდესის ოლქში, ისინი აქცენტს მხოლოდ უარყოფითზე აკეთებენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტალახი ისროლონ მისი მიმართულებით. ხოლო ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სძულს, ავიწყდება, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც დამპყრობელია და საქართველოს ტერიტორიას დღითი დღე ამცირებს. ავიწყდება, რომ მტრის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია, მაშინაც კი, როდესაც საქმე შიდა პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. მე, როგორც რიგით ქართველს, მაღიზიანებს მათი საზოგადოების მხრიდან დაცინვა და თუ რუსი ჟურნალისტი თავს უფლებას აძლევს, თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს სტატიაში და მკითხველს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრება, მაშინ მეც მივცემ ჩემს თავის იმის უფლებას, რომ მკითხველს ვუთხრა: #რუსეთიოკუპანტია !!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100