სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის საწყალი გოგო თურმე სულ იძახდა არ მინდა იმ სახლში ცხოვრებაო, მირჩევნია იატაკზე ვიწვე და სხვაგანო" - ნახეთ რას წერენ იმ ბიჭის ფეისბუქზე, რომელიც ბიძაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული

"ამ ბიჭს დასაცავი ნამდვილად არაფერი სჭირს. და ეს სასტიკი კომენტარები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რასაც იმსახურებს. ბიძაშვილს რო სხვა თვალით შეხედავ ჯერ რა დონის 3 ასო უნდა იყო. ის საწყალი გოგო თურმე სულ იძახდა არ მინდა იმ სახლში ცხოვრებაო, მირჩევნია იატაკზე ვიწვე და სხვაგანო. აწუხებდა ალბათ ეს პატარა ნაბიჭვარი საკუთარ მამიდაშვილს, საკუთარ სისხლს და ხორცს. როცა იპოვეს გარდაცვლილი წელს ქვემოთ შიშველი იყო და ხელები გადამტვრეული ქონდა, ბოლომდე იბრძოდა ალბათ რო არ შეხებოდა ეს სირი. ვინც ამბობთ უდანაშაულობის პრეზუმფციაო, რაღა უდანაშაულო, ზარია ამოღებული ვიღაცის ტელეფონიდან რო დაურეკა ახლობელს ადამიანი შემომაკვდა და რა ვქნაო. მოკლედ რა, ”ნუ განსჯით” და უადგილო ჰუმანორობის ადგილი არაა აქ, საკუთარ დაზე წარმოიდგინეთ და საპნის ბუშტივით გასკდება ეს ვითომ ”საღი აზრი” და ”არ განიკითხო მიდგომა”. იმდენად შემძრა ამ ამბავმა, 1 კვირაა იმ გოგოზე ვფიქრობ რა გამოიარა ალბათ საცოდავმა".

"ეს ბიჭი თუ დამნაშავეა რა აზრი აქვს თქვენს კომენტარებს? გამოდის რომ თუ ნახავს, ნახავს 10 წლის შემდეგ, მაგ დროს კიდე იქნება რო ეს საიტი? გამოდის თყქვენ უმძიმეს ტრამვას აყენებთ ამ ბიჭის ოჯახს, რომელიც სავარაუდოდ თქვენი ახლობელი/ნაცნობი ხალხისგან შედგება. ნუ აყვებით ემოციებს, არც ახალგაზრდობა ვართ ხელოდან წასული, არსებობს კანონი და დამნაშავე მის წინაშე აგებს პასუხს. როცა საქმეს და გარემოებას არ იცნობთ და ემოციურ ფონზე ბიჭს ჯვარზე აკრავთ ეს არც მოქალაქეობრივ არც მორალურ და არც სარწმუნოებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. მაპატიეთ თუ სხვის საქმეში ჩარევა გამომივიდა. აქ იმდენი დაიწერა უკვე რომ ეს თემა საჯარო განხილვის თემა გახდა", - წერენ დაკავებული რობერტ ახალაიას "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ რობერტ ახალაია ბიძაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში იპოვნეს. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100