სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

„ექსტრამუსიკალური მუსიკაში“

გამოფენა ავტოგრაფებში შემონახული ისტორია

დასაწყისი - 21ივლისი 18:00

შეხვედრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ, კომპოზიტორ და შემსრულებელ რეზო კიკნაძესთან. შეხვედრა - ლექციის თემა - „ექსტრამუსიკალური მუსიკაში“.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პირველად გაიმართება შეხვედრა-ლექცია მუსიკის თანამედროვე შეხედულებებისა და აღქმის შესახებ.

ღონისძიების მიზანია მუზეუმისთვის აქამდე უცხო აუდიტორიის დაინტერესება, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა მათთვის საინტერესო თემების საშუალებით.

ლექციის ფარგლებში „ექსტრამუსიკალური მუსიკაში“, კომპოზიტორი რეზო კიკნაძე ისაუბრებს მუსიკის განვითარების, მისი საზღვრებისა და გამოსახვის საშუალებების გაფართოების შესახებ.

ამათან დაკავშირებით საინტერესოა თავად კომპოზიტორის სიტყვები: „ჩემ მუსიკალურ შთაგონებას ვპოულობ სრულიად ექსტრამუსიკალურ რეალობაში, როგორიც არის რაიმე მოცემულობის პარამეტრების გადმოტანა და ე.წ. „მეფინგი“ მუსიკალურ პარამეტრებზე“.

შეხვედრა ლექციის ფარგლებში თემატურად წარმოდგენილი იქნება ვიზუალური და აუდიო მაგალითები.

მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის N 10.

599 14 71 68 ირინა შენგელია

https://www.facebook.com/tbilisimuseums/

http://tbilisimuseumsunion.ge/

R

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100