სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახდი მოხალისე!

ქველმოქმედება ვერ განვითარდება კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე. არიან ამ საქმის პროფესიონალები, ადამიანები, ვინც ამ კეთილშობილური საქმიანობით მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად არიან დაკავებულები. მაგრამ დიდი სიკეთის კეთება, ნებისმიერი პრობლეის გადალახვა და ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების წყალობითაა შესაძლებელი.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი დიდი სიხარულით მიიღებს თქვენგან ნებისმიერი სახის დახმარებას, ჩვენს პროექტებში ნებისმიერი სახით ჩართულობას!

თუ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ გახდე მოხალისე, ესე იგი შენ მზად ხარ სიკეთე გააკეთო, და ეს ყველაზე მნიშნელოვანია.

მოდი, ნახე რას ვსაქმიანობთ, რას ვაკეთებთ ყოველ დღე, მოუყევი შენს მეგობრებს იმ სამყაროს შესახებ, რომლის არსებობის შესახებ შენც არ იცოდი სანამ ჩვენი ფონდის საქმიანობას გაეცნობოდი!

სხვებისგან განსხვავებით, შენ გაქვს სურვილი გაიგო, შენ გაქვს სურვილი გახდე ერთ–ერთი ჩვენგანი ერთი დღით მაინც, ნახო ყველაფერი შენი თვალით, გაიცნო ადამიანები, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ!

მოდი! გახდი მოხალისე, გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი!

გელოდებით – ადამიანო!

მისამართი: თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქ. მეორე შესახვევი N25

ტელეფონი: 032 219 33 21 +995 577 92 40 45

ფეისბუკის გვერდი:https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/

ვებ–გვერდი: https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100