სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ფოტო გულს აგიჩუყებთ - ასე გამოიყურებიან მეხანძრეები ლონდონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველები და მეხანძრეები მასთან გამკლავებას 14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს. უცნობია მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, მაცხოვრებლებიდან რამდენიმე ადამიანი კი დაიკარგა. ისინი სავარაუდოდ შენობაში ცეცხლის შედეგად ჩამოწოლილ ნანგრევებში არიან მოყოლილნი. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ასე გამოიყურებიან მეხანძრეები და მაშველები იმ კორპუსთან, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა (იხ.ფოტო).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100