სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი კურატორი, 26 წლის ბიჭი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

რუსეთში მომაკვდინებელი თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიციამ დააკავა. ის 26 წლის ილია სიდოროვია, რომელიც სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე აიყვანეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოზარდ გოგონას თამაშის უკანასკნელი დავალება მისცა, რომელიც თვითმკვლელობას ითვალისწინებს. გოგონა სუიციდის მცდელობისა და თვითდაზიანებების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ბრალდებულის ბინაში რამდენიმე პლანშეტი და სიმ-ბარათი იპოვნეს, საიდანაც ის გასცემდა განკრგულებებს. საბოლოო ჯამში მან 32 მოზარდს დააწყებინა თამაში და სხვადასხვა ეტაპების მიხედვით თვითდაზიანებებს ავალებდა მათ, რაც ბოლოს სუიციდით უნდა დასრულებულიყო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იულია ვოლკმა სზოგადოებას აცნობა, რომ სიდოროვი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო ნიკით ილია სპარტაკი. ის მოზარდ გოგონებს სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დავალებებს აძლევდა, რაც ბოლოს მათ სიკვდილს ითვალისწინებდა. გამოძიება ტექნიკის ექსპერტიზის მიხედვით დაადგენს, თუ რამდენი მოზარდის სიცოცხლე იყო საფრთხეში და რამდენს უპირებდა თამაშში ჩართვას მომავალში.

საქმეზე მოწმის სახით იკითხება ყველა, ვისაც დაზარალებულ ბავშვებთან კონტაქტი ჰქონდა - ოჯახის წევრები, თანაკლასელები, თანასკოლელები, მასწავლებლები. გამოძიებას სურს დაადგინოს, რა გახდა მიზეზი მათი თამაშში ჩართვისა, ჰქონდათ თუ არა არასრულწლოვანებს პრობლემები ოჯახსა და სკოლაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100