სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი შემთვევა:15 წლის გოგონამ თვითმკვლეობა სცადა - განათლების სამინისტრო მომხდარ ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი თამაში არ არსებობს

„ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. 72 -ე სკოლის მოსწავლემ, 15 წლის გოგონამ თვითმკვლეობა სცადა, თუმცა დედა მიუხვდა და მალევე მიუსწრო. დადგინდა, რომ საქმე ისევ აღნიშნულ თამაშთან გვაქვს. სკოლაში უკვე მოიწვიეს კრება და მშობლებს აფრთხილებენ, რომ შვილები მკაცრად გააკონტროლონ. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მშობელმა მოგვაწოდა და ისიც დასძინა, რომ სკოლაში შეშინებულები არიან.

დრონი.ჯი შსს-საც დაუკავშირდა. უწყვებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას სამინისტროში განცხადება და საჩივრის წერილი არ შემოსულა.

ამ კონკრეტული ფაქტის გასარკვევად ჩვენ განათლების სამინსიტროსაც დავუკავშირდეით. მათი კომენტარი კი ასეთი იყო:

„არანაირ თამაშთან არ გვაქვს საქმე. გუშინ განათლების მინისტრმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ“.

ჩვენს კითხვაზე, უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ არა „ლურჯი ვეშაპის“ ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მინისტრის ამ განცხადებით, სამინისტროში გვპასუხობენ რომ კი და იმასაც ამატებენ, რომ სამინისტრო სხვა განცხადებას არ გაავრცელებს.

„კარგი იქნება, თუ ამასთან დაკავშირებით ნაკლებად გავრცელდება ინფორმაცია , თან არ დასტურდება არცერთი ფაქტი და ამით პოპულარიზებას გაუწევთ მხოლოდ. სკოლები გაფრთხილებულნი არიან და თუ რამე მოხდება, იციან როგორ მოიქცნენ“

ფაქტიურად განათლების სამინისტრო სრულიად უარყოფს, რომ რაიმე თამაშთან გვაქვს საქმე. მათი თქმით თვითმკვლეობაც არცერთ მოზარდს უცდია და არც ხელები დაუსერია არცერთ სკოლის მოსწავლეს.

როგორც ჩანს აღნიშნულ უწყებამდე ინფორმაციას ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რადგან აღნიშნულ ფაქტებს არ ადასტურებენ და საშიშროების საფრთხესაც ვერ ხედავენ.

რაც შეეხება მინისტრის გუშინდელ კომენტარს, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ “ლურჯი ვეშაპი” არანაირი თამაში არ არის და ის მხოლოდ თვითდაზიანებაა, რომელსაც ბავშვები მიმართავენ. მისი თქმით, საკითხის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს და მის მიმართ ინტერესი ბავშვებსაც ნაკლები ექნებათ. მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100