სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „Construction Georgia 2017“ გაიმართება

6 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilis-ში BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი Construction Georgia 2017 გაიმართება. თემის ფარგლებში განიხილება სამშენებლო ბიზნესი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში. ღონისძიების მთავარი მიზანია განისაზღვროს ისეთი ეკონომიკური ფაქტორები, როგორიც არის სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და სტანდარტიზაცის მნიშვნელოვანი გავლენები სამშენებლო სექტორზე.

ფორუმის მთავარი თემებია: მოთხოვნა - მიწოდების თანაფარდობა ბაზარზე და ურბანიზაციის გავლენა სექტორის განვითარებაზე; სამშენებლო ბიზნესის ფინანსირება და არსებული რისკ-ფაქტორები; სამშენებლო სექტორი - მიმზიდველი დარგი ინვესტორთათვის და განხორციელებული ინვესტიციები; უსაფრთხოების ზომების თანხვედრა სტანდარტებთან და რეგულაციების როლი; დარგის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ბაზა; სამშენებლო ბიზნესის მართვის კლასტერული პოლიტიკა საქართველოში და ენერგოეფექტურობის სტანდარტები მშენებლობაში - სტრატეგია და ვალდებულებები 2022 წლისათვის.

BUSINESS GEORGIA ბიზნეს ფორუმების ორგანიზებით და აქტუალური თემატიკის განსაზღვრით გამოირჩევა, რითაც ხაზგასმა ხდება იმ მოვლენებზე და ფაქტებზე, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს. ინდუსტრიული, თემატური და რეგიონული ბიზნეს ფორუმების სახით კომპანია ცდილობს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.

დამსწრე საზოგადოების რანგში 300-მდე სტუმარია მოწვეული. მათ შორის იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი ინვესტორები, სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, საფინანსო და სადაზღვეო სექტორი, საინვესტიციო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები.

To register at the Business Forum Construction Georgia 2017, please visit the link:

http://businessgeorgia.ge/construction/

საკონტაქტო პირი:

თამუნა უბირია

E: [email protected]

T: 595 885 405

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100