სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სათვალთვალო კამერამ ქალის გაუპატიურების მცდელობა დააფიქსირა

კოლუმბიის შტატში, სანტა-ანას მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ბარის სარდაფში მამაკაცმა ნასვამი ქალის გაუპატიურება სცადა. ბარის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ეს შემთხვევა, რომლის მიხედვითაც პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო. როგორც დაზარალებულმა სამართალდამცავებს განუცხადა, მოძალადე მსხვერპლს მთელი საღამოს განმავლობაში უთვალთვალებდა და მისმა დაჟინებულმა მზერამ გარკვეული ეჭვებიც გაუჩინა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა. გაუპატიურების მცდელობამდე მამაკაცი ქალს აედევნა და ხალხისგან მოშორებულ ადგილზე მიიმწყვდია ძალადობის განსახორციელებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100