"ანა გაწირა დედამ და ქმარმა" - ჯაჭვით ჩამომხრჩვალი ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი დაპატიმრებულია და ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ,,სოლიდარობის სახლი”

აი რა ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი”:

,,მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს გარემოებებში უწევდა ანას ცხოვრება, მაინც ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას და ამისათვის ყველა გზას მიმართავდა. თუმცა, ქმრისგან, გიგი კორძახიასაგან მაინც გრძელდებოდა ძალადობა, მოკვლით მუქარა… ქმარს გაშორებული, სხვასთან ცხოვრობდა. შვილზე მოამაგე დედა, მაინც ცდილობდა მამა-შვილის სიყვარული არ დაერღვია. პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ოჯახის სიწმინდეს.
გუშინ, ჩვენს გვერდზე ფსევდონიმით შემოვიდა ქალბატონი, სავარაუდოდ ანას ქმრის დედა, რომელიც ამართლებს შვილს. ამართლებს, როდესაც გიგი კორძახიას ძალადობის შესაჩერებლად რამდენჯერმე იქნა გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოები. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ გიგი კორძახიას წინააღმდეგ და ანა ლომაშვილის დასაცავად, სასამართლოს მიერ არაერთხელ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ანა ლომაშვილს სიკვდილამდე მიღებული აქვს დაზიანებები, ანუ ნაწამებია. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ ანა ლომაშვილი ჯაჭვით იქნა ჩამოხრჩვალი მოძალადის სახლში… ამართლებს და მის სიკვდილში სხვას ადანაშაულებს… ანა ცხოვრობდა ნათლიასთან არასასურველ გარემოში და ასე შემდეგ…
სიმართლე კი ეს არის:
ანა დედისგანაც და ქმრისგანაც ძალადობის მსხვერპლი იყო და ის ამ ძალადობას გაექცა! იმიტომაც ცხოვრობდა ნათლიასთან. თუ ნათლიასთან ცუდ პირობებსა და გარემოებებში ცხოვრობდა, სად იყო ან დედა და ან ქმარი? თუ ანკამ ეს ცუდი პირობები და გარემოებები არჩია, ესე იგი ქმართან და დედასთან რა უკიდურესობა ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენი სულაც არ აირს!..
ანა გაწირა დედამ და ქმარმა!” _ წერს ფეისბუქის გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი”

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალს, ფონდ „ერთიანობის“ ვიცე-პრეზიდენტი ანა ლომაშვილი გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და არა თვითმკვლელი. მიუხედავად ამისა, საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. ექსპერტიზის სკანდალურმა დასკვნამ ყველაფერი შეცვალა. ანა (ანკა) ლომაშვილს 4 წლის შვილი, ბაჩო დარჩა.

კომენტარი