სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მოხდა პარლამენტთან - დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა

პარლამენტის შენობასთან აქციაზე, სადაც მინდელის შახტაში მომხდარი გააპროტესტეს და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს, დაპირისპირება მოხდა. შედეგად სამი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
„მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები იყვნენ.
მათი თქმით, ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ არ შეიქმნება ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100