სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამგზავრო ბილეთების ონლაინ პორტალი IMGZAVRE.GE

IMGZAVRE.GE საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ სამგზავრო ბილეთების ონლაინ გაყიდვების პორტალია. ვებგვერდზე შესაძლებელია როგორც ავტობუსების, ასევე სამარშრუტო ტაქსების და მატარებლის ბილეთების შეძენა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისა და დაბის მიმართულებით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე მიმართულებითაც. მსგავსი სერვისი ძალიან კომფორტულია, რადგან მგზავრობის მსურველებს აღარ უწევთ სხვადასხვა კომპანიებთან დაკავშირება ბილეთების და ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით.

როგორ შევიძინოთ სამგზავრო ბილეთები ონლაინ?

ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენა ხორციელდება Visa/MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით. ტრანზაქციის განსახორციელებლად გაიარეთ ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოგეცემათ ინფორმაცია შეძენილი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების შესახებ, მატარებლის ნომრის, დასახელების, გამგზავრების, დანიშნულების სადგურების და დროის, მგზავრების ინფორმაციისა და შეძენის კოდის მითითებით. თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან დაიმახსოვროთ მოცემული ინფორმაცია. ასევე შეტყობინებას მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე. ბილეთის შეძენისას თქვენ ავტომატურად რეგისტრირდებით. თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი პირადობის დამადასტურებელი ნომერი (პირადი ნომერი) ან პასპორტის ნომერი, რომელსაც მიუთითებთ ბილეთის შეძენისას, ხოლო პაროლი გადმოგეგზავნებათ მითითებულ მეილზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100