სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, მშენებარე კორპუსში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „მოამბესთან“ ინტერვიუში თვითმხილველები აცხადებენ, ის მშენებლობაზე დასაქმებული არ იყო და კამერების ჩანაწერების მიხედვით, კორპუსში ღამით შეიპარა.

მერაბ ფარტენაძის განმარტებით, ის ლიფტის შახტასთან, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მშენებლებმა ცხედარი ერთი საათის წინ იპოვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან. ამ წუთებში მიმდინარეობს გვამის გადმოსვენების პროცედურა.

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100