სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა თბილისში - 72 წლის მსახიობი კარის მეზობელმა მოკლა

თბილისში, თემქაზე 72 წლის მსახიობი ნუნუ ზაკალაშვილი მოკლეს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დრონი.ჯი-სთან საუბარში მკვლელობის მოტივად ძარცვა დაასახელეს. როგორც ირკვევა, ზაკალაშვილი კარის მეზობელმა 25 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელიც უკვე დაკავებულია და მან ბრალი უკვე აღიარა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა ცივი იარღით მიყენებული. ის სახლში მარტო ცხოვრობდა, ამიტომ მკვლელობიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს ცხედარი ახლობლებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100