სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამწლინახევრის ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა

გურჯაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამწლინახევრის ბავშვი პარასკევს გვიან ღამით იაშვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამწლინახევრის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

ადგილობრივი მკვიდრი ჩვენთან საუბარში აი რას აცხადებს:

„დედას და მამას მიყავდა ბავშვი. დედას პატარაც ეჭირა ხელში. სოფელში მიდიოდნენ და გაჩერებაზე მდგარან, მამა მაღაზიაში გადასულა ეს ბავშვი დედას გაექცა მამასთამ მიდიოდა. გზაზე ერთ მანქანას გადაურჩა და კამაზს სამწუხაროდ ვეღარ... მძღოლის ბრალი არ არისო ასე ამბობს ყველა, ისე ნელა მოდიოდა გაგიჟებულია მძღოლიც და დამნახავიც როგორ აღმოჩნდა ბორბლებში სამწლინახვერის ჯუბა. პატრულიც იყო მოსული და გადაკეტილი იყო ის მონაკვეთი. ბავშვი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მერე დამძიმდა მდგომარეობა და თბილისში გადმოიყვანეს. წეღან გავიგე პულსი გაესინჯაო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100