ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ლუკა ჩ.-დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში დევს ჩანაწერი - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები, მოკლულის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და ბექა შენგელია დანაშაულზე რამდენიმე პირთან საუბრობენ. სამი მკვლელობიდან მალევე დააკავეს, მეოთხის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. საქმე ამ დრომდე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და ორ ნაწილად არის გაყოფილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა“ იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.

19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა დანაშაული აღიარა. ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა.

კომენტარი