სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია გამართა

კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროდუქტის მნიშვნელობა, უნიკალურობა და მისი გამოყენების სიმარტივე გააცნეს, მოწვეული იყვნენ სამინისტროების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების, საბანკო სფეროს და სამშენებლო და სარემონტო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი. მთავარი მახასიათებლებია: მონტაჟის სიმარტივე, დაბალი ფასი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი“, - განმარტა გიორგი ცინცაძემ (კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი)

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ ფასადების, ნაგებობების დაცულობის თვალსაზრისით, მშენებლობაში, სხვადასხვა აგრეგატებისა და მილსადენების მონტაჟისას.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ახალი საწარმოს გახსნა დედაქალაქში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როცა საწარმო დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და მას საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია. ამასთან, ახალი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და იზრდება შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში“.

კომპანია ახალ პროდუქტს აწარმოებს საქართველოში და ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში. რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. მნივშენლოვანია, რომ თერმოიზოლაციის ზედაპირი და შემადგენლობა სხვადასხვაა. ეს არის ნანო ტექნოლოგია - დამზადებული მცირე ზომის მიკროსფეროები, რომლებიც სხვადასხვა მასალისაა, მათ შორის, მინის, კერამიკის ალუმინის და ა.შ, რომელიც სტაბილიზოტერებთან ერევა და წელვადობისა და ელასტიურობის შესაძლებლობას იძლევა. ის ერთი შეხედვით საღებავია, თუმცა პიგმენტაციის წყალობთ, ის შესაძლოა იყოს ბოლო შრე - ჰიდროიზოლატორიც. პროდუქტის უპირატესობას მისი სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობისა თუ ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. პირველად „ვესტუსი“ ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდქუტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს. ის სქელია, თუმცა ამავე დროს მსუბუქიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.“ - აღნიშნა ეკატერინე ბენდელიანმა (გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

პრეზენტაცია დაასრულა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და დამწყები მომღერლის საშა ფრიდის წარმოდგენამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100