სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა მოტორსის“ ქსელში DUNLOP-ის ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავები გაიყიდება!

„თეგეტა მოტორსმა“ და კომპანია DUNLOP-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად „თეგეტა მოტორსი“ DUNLOP-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.

DUNLOP-ი გახლავთ პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 127 წელია მოღვაწეობს მსოფლიო ბაზარზე. საბურავების წარმოების კუთხით იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის პირველი წარმატება 1923 წელს ,,ლე მანის 24 საათიან რბოლაზე“ შედგა, სადაც DUNLOP-ის საბურავებით აღჭურვილმა მანქანამ პირველი ადგილი მოიპოვა, მას შემდეგ ბრენდი 34 -ჯერ გახდა ამ ტიტულის მფლობელი. 1958 წელს DUNLOP-ი გახდა FORMULA 1-ის გამარჯვებული. 2008 წელს DUNLOP-მა შექმნა ახალი თაობის ეკომეგობრული საბურავები, რომელმაც საბურავების წარმოებაში ახალ სტანდარტებს ჩაუყარა საფუძველი.

DUNLOP-ის ბრენდის საბურავები უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, ახალქალაქში, რუხსა და თელავში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100