სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავუბრუნოთ სოფო ლაზარაშვილს ჯანმრთელობა!

ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე ფასეული მისი ბავშვების ჯანმრთელობაა! წარმოგიდგენიათ რა ტკივილს განიცდის დედა, როდესაც შვილის ტანჯვას უყურებს და ვერაფრით ეხმარება...

სოფო ლაზარაშვილი ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარია. მისი დედა, ირინა ადრე გათხოვდა და 16 წლის ასაკში მშვენიერი გოგონა შეეძინა. სოფო ჯანმრთელი, განვითარებული, ჭკვიანი ბავშვი იყო და კარგად სწავლობდა. არაერთხელ უსახელებია მშობლები და მასწავლებლები!

სამწუხაროდ ოჯახის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 11 წლის იყო, სკოლაში ცუდად რომ გახდა და გონება დაკარგა. 3 თვე რეანიმაციაში გაატარა. ძვირადღირებული მკურნალობა რომ აენაზღაურებინათ და შვილისთვის სიცოცხლე შეენაჩუნებინათ, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც ებადა. სოფოს გადარჩენა მოახერხეს მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა... მას ჯერ ფეხები წაერთვა, შემდეგ ზოგიერთი სიტყვა ავიწყდებოდა. 14 წლის ასაკში საერთოდ ვეღარ საუბრობდა და ვერც დადიოდა...

ახლა სოფო საწოლსაა მიჯაჭვული, ხშირად ემართება ეპილეფტიკური გულყრები. მისი დატოვება რამდენიმე წუთითაც კი სახიფათოა, ამიტომ როდესაც დედას სახლიდან გასვლა უწევს, სოფოს მისი უმცროსი ძმები უვლიან.

თუ კმურნალობა და ინტენსიური რეაბილიტაცია სასწრაფოდ არ განახლდა, სოფოს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს და გაუარესდეს.

რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ოჯახს არ გააჩნია. საკვებსაც კი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოდან იღებენ!

მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა! ყოფილი ბაღის შენობის ერთ ოთახში არიან შეკედლებულები. ოთახში საშინელი ნესტია, ხოლო ავეჯი პრაქტიკულად არ აქვთ. ძველ დამტვრეულ საწოლებზე წვანან, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიშალოს!

ჩერნოვეცკის ფონდი სოფოს მედიკამენტებით და პროდუქტებით ეხმარება, მაგრამ მის ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს! მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი მკურნალობისთის საჭირო თანხის შეგროვება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ სოფოს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოფო ლაზარაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/181/

ყველაზე დიდი სიკეთეა, რომ დაეხმარო ისეთ ადამიანს, ვინც თავად ვერაფერს გვთხოვს და მადლობასაც კი ვერ გადაგვიხდის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100