სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალშობილი, რომელმაც დედა სიკვდილისგან იხსნა - ეს საოცარი ისტორია დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეა

შელი და ჯერემი კოულინი ახალგაზრები იყვნენ, როდესაც ოჯახი შექმნეს და მალევე შეიტყვეს, რომ მშობლები გახდებოდნენ. ორსულობის ცხრა თვე მშვიდად, ყოველგვარი გართულების გარეშე მიდიოდა. შელი შვილის ბუნებრივად გაჩენას გეგმავდა, თუმცა მშობიარობის დღეს გარკვეული გართულება წარმოიქმნა.

ექიმებმა ახალგაზრდა ქალს უთხრეს, რომ გამოუვალი მდგომარეობა იყო და საჭირო ხდებოდა ბუნებრივი ჩარევა. შელის გული ცუდს უგრძნობდა, ქმარს გამოსამშვიდობებლად აკოცა და საოპერაციოსკენ წაიყვანეს ექიმებმა.

საკეისრო კვეთა დროში გაიწელა. ახალშობილი გოგონა ჯანმრთელი და უვნებელი ამოიყვანეს დედის ორგანიზმიდან. თუმცა შელის მდგომარეობა დამძიმდა. არტერიაში წარმოიქმნა თრომბი, რომელმაც დაბლოკა სისხლის მიწოდება და ქალი კომაში ჩავარდა. ექიმები დიდხანს ცდილობდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. შელი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, ახალშობილი კი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.

ექიმებმა ჯერემის მდგომარეობის სირთულე აუხსნეს და უთხრეს, რომ აპარატის გამორთვა მალე მოუწევდათ, რადგან უიმედო სიტუაცია იყო. იქ მყოფ ერთ-ერთ მედდას კი გაახსენდა, რომ სიკვდილის პირას მყოფი ახალშობილები ხშირად გადარჩენილან საკუთარი დედის გულზე მიხუტებით. ხომ შეიძლებოდა პირიქითაც მომხდარიყო და დედაშვილური კავშირის წყალობით შელის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?.. დიდი ძალისხმევის შედეგად ექიმი დაითანხმეს, რომ პატარა რაილანი დედის პალატაში შეეყვანათ. როდესაც შელის შვილი მოშიშვლებულ გულზე დააწვინეს, ახალშობილს ტკბილად ჩაეძინა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ პატარა ძალით გააღვიძეს, მან კი ტირილი დაიწყო. შვილის ხმის გაგონებისას შელიმ ხელი გაამოძრავა, შემდეგ თავი ოდნავ შეარხია და ნელ-ნელა გონზე მოვიდა. დედობრივმა ინსტიქტმა შვილის ტირილს ვერ გაუძლო და ბავშვის გამო თავს დანებების უფლება არ მისცა.

ეს მომენტი არა მარტო ოჯახისთვის იყო დაუვიწყარი, მთელი მედპერსონალი მხოლოდ ამაზე საუბრობდა. დაახლოებით ერთი კვირა დაჭირდა შელის გამოჯანმრთელებას, შემდეგ კი იხსენებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი ესმოდა, რასაც პალატაში საუბრობდნენ. გაიგო, თუ როგორ უთხრეს მის მეუღლეს შელის მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ, თუმცა ძალა არ ჰქონდა, რომ განძრეულიყო, რაიმე ეთქვა. აღნიშნავს, რომ დედა-შვილს შორის მართლაც არსებობს უხილავი კავშირი, რამაც საოცარი ძალა მისცა გამოსაღვიძებლად.

სასწაულებრივად გადარჩენილ დედას ერთი სული აქვს, რაილანი გაიზარდოს და ეს დაუჯერებელი ისტორია უამბოს შვილს. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა ახალშობილმა გოგონამ საკუთარი დედა სიკვდილისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100