სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP-ს მინი-ფეხბურთის გუნდმა SBM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა

გუშინ ჩატარდა SBM სუპერლიგა A -ს ბოლო ტური, სადაც PSP-ს გუნდმა სძლია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს ანგარიშით 5-3 და პირველი ადგილი დაიკავა სატურნირო ცხრილში. ჩემპიონატი გრძელდება აპრილში და მეორე ეტაპზე გაიმართება Play-Off შეხვედრები რის შემდეგაც გაირკვევა 2016-2017 წლის საუკეთესო გუნდის ვინაობა.

SBM ბიზნეს ჩემიონთა ლიგაში ყოველწლიურად 50-ზე მეტი კომპანიის გუნდი იღებს მონაწილეობას სხვადსხვა ლიგაში: ოქროს, ვერცხლის, სუპერლიგა A, სუპელიგა B.

FC PSP წლებია სუპერლიგის მონაწილეა და ყოველთვის საუკეთესო ოთხეულშია.

PSP-ს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინიფეხბურთის გუნდი 7 წელია იღებს მონაწილეობას ბიზნეს ჩემიონთა ლიგაში და 2014 და 2015 წლებში იყო აბსოლუტური ჩემპიონი და თასის მფლობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100