სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოერთმევა

ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოერთმევა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

ბრალდების მხარის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა აღკვეთის ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხოვა მისი ქონების ჩამორთმევა.

საქმე ეხება 250 000 ლარს, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100