სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკეთე გვაძლიერებს: გულნაზ ბეროშვილი "თბილსერვის ჯგუფმა" დაასაქმა

ამდენიმე დღის წინ, "პრესა.ჯი"-ინფორმაცია გაავრცელა ქალბატონზე, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო თავს მოწყალებით ირჩენდა და სამსახური ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.

ჩვენი პორტალის მიერ გავრცელებულმა მასალამ ინტერნეტ-სივრცეში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მასალას იმავე დღესვე გამოეხმაურა "თბილსერვის ჯგუფი" და ქალბატონი გულნაზ ბეროშვილი გასაუბრებაზე სათაო ოფისში მიიწვია.

"თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დღეს ქალბატონი გულნაზი, დირექტორის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიაში დასაქმდა.

"დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე - დავით დოლიძე ქალბატონ გულნაზ ბეროშვილს შეხვდა და "თბილსერვის ჯგუფში" დაასაქმა. ამის შესახებ ინფორმაცია "თბილსერვის ჯგუფმა" presa.ge -ის მეშვეობით მიიღო. გულნაზ ბეროშვილი მუშაობას ხვალ დილიდან ისან-სამგორის რაიონში შეუდგება.

„თბილსერვის ჯგუფი“ წარმატებებს უსურვებს ქალბატონ გულნაზს!" - წერია "თბილსერვის ჯგუფის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, რომელიც ასევე ფოტომასალასაც ავრცელებს.

"
პრესა.ჯი" დიდ მადლობას უხდის "თბილისერვის ჯგუფსა" და მერიის ხელმძღვანელობას ოპერატიული რეაგირებისა და გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100