სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 სამართლიანობას ითხოვს.

„გაჰყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია.... ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას, “ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„რუსთავი2-ელები არ გაიყიდნენ და არ გაიყიდებიან, არ ვიყიდებით და არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100