სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა: არც პატრიარქის და არც სხვა სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა

პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის,“ - ამის შესახებ გაზეთი რეზონანსი პროკურატურიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემას ინტერვიუ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა მისცა.

"მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ," - აცხადებენ პროკურატურაში და აღნიშნავენ რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან."

როგორც რეზონანსი წერს, პროკურატურაში განმარტავენ, რომ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და სასულიერო პირებმა არასწორად გაიგეს ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია.

"ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია ||, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ - არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. "გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი,"-აცხადებს რეზონანსთან საუბრისას ნათია სუხიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100