სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ტყეები იწვის

გასული დღე–ღამის განმავლობაში, შორეული აღმოსავლეთის ტყეებში, უკვე 37 ხანძარი დაფიქსირდა. მათგან უმრავლესობის ლიკვიდირება კვლავ ვერ ხერხდება. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანძრის 26 კერა, განსაკუთრებით მძლავრია და 41,67 ჰექტარს მოიცავს.

იაკუტიის რესპუბლიკაში, 11 ხანძარი ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული, ამურის ოლქში ცეცხლი მხოლოდ ერთ ადგილას მძინვარებს, ხაბაროვსკის მხარეშე 12 ბუნებრივი ხანძარია დაფიქსირებული და 35 ჰექტარზე მეტ ფართობზე ვრცელდება. ტყეები იწვის, ასევე, სახალინის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ დასახლებულ პუნქტებს, ჯერჯერობით, არაფერი ემუქრება, თუმცა, ამ განცხადებს მოსახლეობა სკეპტიკურად შეხვდა.

ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული ტექნიკა და ადამიანური რესურსები, ჩვეულებისამებრ, კვლავ არასაკმარისია. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამ, საკმაოდ დიდი მოცულობის ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობას, მხოლოდ რამდენიმე ათეული ტექნიკური საშუალება აწარმოებს, რაც ხანძრების ლოკალიზების საშუალებას არ იძლევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100