სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკაში სიცხისგან 22 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატები ზაფხულის ხვატმა მოიცვა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სიცხის ბოლო ორმოცდაათწლეულის რეკორდი მოიხსნა. ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სიცხის მიზეზით 22 ადამიანი დაიღუპა. ყოველ წუთს ვრცელდება გამაფრთხილებელი განცხადებები ამინდის პირობების შესახებ, რომელიც ტემპერატურის სულ უფრო მატებას გულისხმობს.

ეს პროგნოზი 30 შტატზე ვრცელდება სადაც საერთო ჯამში 141 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის ნახევარზე მეტში, 100 გრადუსია ფარენგეიტის შკალით, რაც ცელსიუსით 37 გრადუსზე მეტია. სიცხისათვის ადგილობრივი მაცხოვრებლები ადრევე ემზადებოდნენ, კონდიციონერებისა და სხვა გამაგრილებელი ტექნიკის მარაგი თითქმის ამოწურულია. განსაკუთრებით, იაფფასიანი მოდელები იყიდება.

ცხელი ამინდი, თავისთავად, რთულად გადააქვს ასაკოვან ხალხს, ასევე, გულით დაავადებულებსა და წნევიან ადამიანებს. სუსტი ჯანმრთელობის პატრონთ, ურჩევენ, რომ ქუჩაში არ გავიდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100