ქუთაისში, ელექტროსაყინულეში ჩასვენებული მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა

შემთხვევა პარასკევს ღამით, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოქალაქე ელექტროსაყინულეში გაადასვენეს, ხოლო ოჯახის წევრმა შეამჩნია, რომ აღნიშული საყინულე დაიორთქლა.

,,ავხადეთ თავი და მოქალაქე გარდაცვილი არ აღმოჩნდა“. ადგილზე კიდევ ერთი ბრიგადაი იქნა გამოძახებული, რომელმაც აღნიშნული პიროვნება ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ განყოფილებაში სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით იქნა გადაყვანილი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებოდა.

მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცონო დახმარება მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა, რომელიც რამდენიმე საათის უკან ფატალურად დასრულდა.

კომენტარი