სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მართლმადიდებლური" სმარტფონი 25 ათას დოლარად გაიყიდება

კომპანია Gresso-მ ნათლისღების დღესასწაულისთვის სმარტფონ „მერიდიანის“ სპეციალური ვერსია გამოუშვა. ინფორმაციას რუსული life.ru ავრცელებს.

აპარატის კორპუსი ბრინჯაოსგან არის დამზადებული და მოოქროვილია. სმარტფონს მართლმადიდებლური თემატიკის გრავიურა ამშვენებს, კლავიატურა კი მთლიანად ოქროსი აქვს. რუსეთის გაქრისტიანების 988 წლისთავის სიმბლური აღნიშვნისთვის Gresso-მ ასეთი 988 ტელეფონი დაამზადა. ექსკლუზიური მოდელის ღირებულება 380 ათასი რუბლია, სმარტფონები კი, რომლის კლავიატურასაც ბრილიანტის თვლები ამშვენებს, 1,5 მილიონ რუბლად (25 ათასი დოლარი) შეფასდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100