სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მალავს შსს პრეზიდენტის სიძის დაჭრის დეტალებს?

შსს-წარმომადგენლებმა პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური საავადმყოფოში გამოკითხეს. გამომძიებლები გაესაუბრნენ მის მეგობარ მიხეილ თათარაშვილსაც. თუმცა, პოლიცია ამ დრომდე არ ასაჯაროვებს ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევის დეტალებს, რა დროსაც პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ფეხში, მისი მეგობარი თათარაშვილი კი - მხარში დაჭრეს.

ტელეკომპანიები: იმედი და პირველი იუწყებიან რომ პრეზიდენტის სიძე, მისმა სხვა მეგობარმა დაჭრა. ტელეკომპანიების ინფორმაციით, ამავე მეგობარმა ესროლა თათარაშვილსაც. მაშინ, როდესაც სხვა კრიმინალური შემთხვევების დროს, შსს მეტ-ნაკლები ოპერატიულობით ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას, როგორც ჩანს, ეს შემთხვევა გამონაკლისია. არსებობს ვარაუდი რომ პოლიცია მომხდარის დეტალებს მალავს.

შსს-ში კომენტარისგან თავს იკავებენ და ყბადაღებული ფრაზით იფარგლებიან: „მიმდინარეობს გამოძიება“. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობია პასუხები კითხაზე: ვინ და რატომ დაჭრა გოგოჭური და თათარაშვილი, იყო თუ არა, სროლა ორმხრივი და რატომ არ არის დაკავებული ეჭვმიტანილი?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100