სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

FlixBus უკვე საქართველოშია. მათი ოფიციალური წარმომადგენელი ტურისტული კომპანია Free Travel გახდა

FlixBus -ავტობუსების კომპანია, რომელიც ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დადის. თუ, როგორ შევიძინოთ მათი ბილეთები - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი ლიკა ხარატიშვილი გვესაუბრა.

რითი გამოირჩევა FlixBus და რა მომსახურებას სთავაზობს ის მგზავრებს?

FlixBus არის სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც ევროპაში გადაადგილებისათვის ყველაზე მოსახერხებელი მიმართულებები და ხელმისაწვდომი, დაბალი ფასები აქვს. მადალითად: მიუხენი ->ზალსბურგი ეკონომ კლასის ერთი გზის ბილეთის ღირებულება 7 €-დან იწყევა; მილანი ->ფლორენცია 10 € ; მილანი->ვენეცია 13 €; მილანი->რომი 16 €; ბუდაპეშტი ->ვენა 19 €; პარიზი ->ბარსელონა 35 €; ბუდაპეშტი->პრაღა 37 €; პარიზი ->ბერლინი 39 € და ასე შემდეგ. გაყიდვაშია, როგორც ეკონომ, ასევე, პირველი კლასის ბილეთებიც.

არის უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ევროპული მოდელის მწვანე ავტობუსები.თითოეულ მათგანს გააჩნია ელექტრონული შიდა მოწყობილობები, ESP ,მაღალისტანდარტების უსაფრთხოების სისტემები, სენსორებიანი სინათლეები, უნარ შეზღუდული ადამიანებისათვის არის ადაპრიტებული, ბავშვებისათვის სპეციალური სკამებით აღჭურვილი და ასე შემდეგ. ყველა ავტობუსში არისGPS მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც 24 საათის განმავლობაში დღისით თუ ღამით შეგიძლიათ აკონტროლოთ გზა, მიმართულება და დრო. ავტობუსების ტექნიკური დათვალიერება რეგულარულად ხდება.

მათ მართავენ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობიანი მძროლები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადების კურსები და არიან სერთიფიცირებულნი. ავტოუსებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მგზავრების კომფორტსა და მომსაურების მაღალ ხარისხს.

FlixBus-სა და Free Travel-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სად და როგორ შეიძლება მათი ბილეთების შეძენა?
დიახ, ჩვენFlixBus-ის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით საქართველოში. ახლა უკვე მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ ტურის დაგეგვმისას, ჩვენთან იყიდონ ევროპის ქვეყნებში გადასაადგილებლად ავტობუსის ბილეთები.


სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიცმდებაორეობს დ. აღმაშენებლის გამზ. 175, ან დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: +995 599039922;
ელ.ფოსტა: [email protected]
ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
Facebook: https://www.facebook.com/FreeTravelLTD/
Skype: LTDFreeTravel

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100