სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „შრომა სირცხვილი არ არის, მაგრამ ბავშვები, პირველ რიგში, სკოლაში უნდა დადიოდნენ“

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს მთავრობას ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს:

“ყოველდღიურად, ყოველი ჩვენგანი ქუჩებში აწყდება ბავშვებს, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ, რათა თავი ირჩინონ და ხშირად, მთელი ოჯახიც გამოკვებონ! იმის მაგივრად, რომ სკოლაში იარონ და განათლება მიიღონ, ისინი ქუჩებში ყვავილებს, ხილს, სანთლებს ყიდიან...

„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 24 ათას 400 ბავშვი მუშაობდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ 13 წელს მიღწეულიც არ იყო!

1 წლის წინ საქართველოში მიიღეს კანონი „ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების შესახებ“. კანონი ითვალისწინებს ე.წ. მობილური ჯგუფების შედგენას, რომლებიც ბავშვთა შრომის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, რომ ამან სასურველი შედეგი გამოიღო! ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო სერიოზული რეფორმაა საჭირო!

მომუშავე ბავშვების რაოდენობა არ იკლებს და ეს დიდი ტრაგედიაა! ბავშვებს, ფაქტობრივად, ბავშვობას ართმევენ, მათ ნაადრევად უწევთ „დიდური“ ცხოვრების დაწყება, რომელიც სავსეა ტანჯვით და მძიმე შრომით!

ეს პატარები საქართველოს მომავალია, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია მათზე იზრუნოს და მისცეს საშუალება აღიზარდონ სრულფასოვან, ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანებად!

შრომა სირცხვილი არ არის, მაგრამ ბავშვები, პირველ რიგში, სკოლაში უნდა დადიოდნენ და სოციალურად დაცულები იყვნენ!” - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100