სასჯელაღსრულების სამინისტრო მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ”ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება ბრალდებულის დაწესებულების გარეთ, კერძო კლინიკაში გაყვანას, აღნიშნული დაიგეგმა მისი მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბრალდებულ მ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით კანონით დადგენილ ყველა ღონისძიებას ახორციელებს”, - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარი