სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯეპრა“ „კეტჩამ მასლოვის“ პარტნიორი გახდა საქართველოში

საკომუნიკაციო სააგენტო „კეტჩამ მასლოვმა“ განაცხადა პარტნიორობის შეთანხმების მიღწევის შესახებ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრასთან“ საქართველოში და „დიიმ კომუნიკეიშენთან“ სომხეთში. ოფიციალური თანამშრომლობა აამაღლებს „ჯეპრას“ მხრიდან პროექტების ეფექტიანობას, საერთაშორისო კლიენტების მომსახურების ხარისხს და ასევე ხელს შეუწყობს „კეტჩამის“ პოზიციების გამყარებას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.

„ჯეპრას“ „კეტჩამ მასლოვთან“ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა ნიშნავს არა მხოლოდ კეტჩამის მოსკოვის ოფისის პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში სხვა პარტნიორებთან და რეგიონულ კლიენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, ასევე „კეტჩამის“ გლობალური ქსელის რესურსებთან და ტექნოლოგიებთან წვდომას.

„ჯეპრას“ დირექტორმა, ეკატერინე ჟვანიამ აღნიშნა, რომ „კეტჩამ მასლოვთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა ლოგიკურად გადაიზარდა ოფიციალურ პარტნიორობაში. „ჩვენ მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ და მოუთმენლად ველით ახალ, ერთობლივ პროექტებს. ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა, მივიღოთ ახალი გამოცდილება და გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „კეტჩამთან“ თანამშრომლობა მნიშნველოვანია არა მხოლოდ „ჯეპრას“, არამედ მთლიანად ქართული პიარ ბაზრისთვის. ეს სტატუსი გვაძლევს დამატებით, ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს კომპანიას მისცემს საერთაშორისო კორპორაციებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების საშუალებას.“

„უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ რეგულარულ მოთხოვნებს ვიღებდით ჩვენი ქსელის გაფართოებაზე კლიენტებისგან. რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეთავაზებინა პარტნიორის სტატუსი სააგენტოებისათვის „ჯეპრა“ და „დიიმ კომუნიკეიშენს“. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი თანამშრომლობა წაგვადგება არა მარტო ჩვენ და ჩვენს კლიენტებს, არამედ „კეტჩამი“-ს გლობალურ ქსელს“ - ამბობს მიხაილ მასლოვი, „კეტჩამ მასლოვი“-ს პარტნიორი და გენერალური დირექტორი.

„კეტჩამ მასლოვის“ შესახებ

„კეტჩამ მასლოვი“ ერთერთი უმსხვილესი და დივერსიფიცირებული საერთაშორისო პიარსააგენტოა, რომლის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სტრატეგიული კომუნიკაციები და სპეციალიზებულია რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე.

დაარსებიდან (1993 წლის ნოემბრიდან) დღემდე, სააგენტო წარმოადგენს სფეროს ლიდერს: 2016 წელს „ჰოლმს რეპორტ“-ის მიერ „კეტჩამ მასლოვი“ აღიარებული იქნა რუსეთში საუკეთესო პიარ სააგენტოდ, ხოლო 2012 წელს - აღმოსავლეთ ევროპის წლის სააგენტოდ. „კეტჩამ მასლოვი“ ერთადერთი სააგენტოა რუსეთში, რომელიც ერთდროულად ფლობს ორივე ჯილდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100