სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაცია მედიცინის ისტორიაში: ქალმა Skype-ით იმშობიარა

მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად ექიმებმა მშობიარობა Skype-ს ვიდეოკავშირით მიიღეს. მექსიკის ქალაქ ლეონში მცხოვრები, 24 წლის ოქსანა მანტეროლა ორსულობის მერვე თვეში იყო და ქალაქგარეთ მდებარე სახლში ქმართან ერთად ისვენებდა, როცა მოულოდნელად, ძლიერი ტკივილები დაეწყო და წინასამშობიარო წყლებიც დაღვარა.

უახლოესი ჰოსპიტალი ორი საათის სავალზე იყო, ქმარმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, სანამ ბრიგადა გზაში იყო, ექიმებმა წყვილს Skype-ს ჩართვა და მშობიარობის ამ გზით მიღება შესთავაზეს. ასე რომ, მამაკაცი თვითონ ღებულობდა მონაწილეობას მშობიარობის პროცესში, თან, პარალელურად Skype-ს მეშვეობით ექიმთა კონსულტაციებს უგდებდა ყურს.

საწრაფო სახმარების მოსვლის დროისთვის ოქსანას მშობიარობა უკვე ცავლილი იყო - მან ბიჭი გააჩინა. ამ დროისთვის ჩვილი მეთვალყურეობის ქვეშაა, 3,2 კგ-ს იწონის და თავს კარგად გრძნობს.

მშობლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რას დაარქმევენ თავიანთ პირმშოს, თუმცა, მომხდარი ფაქტის გამო მისთვის სახელად Skype დარქმევას არ გამორიცხავენ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100