ვინ არის ყველაზე მოთხოვნადი კარდიოლოგი თბილისში!

ქალბატონი ნანა გოთონელია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კარდიოლოგია. უკვე 30 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს და ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, შემდეგ წარმატებით დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და გადაწყვიტა კარდიოლოგი გამხდარიყო, ამჟამად კი, ქ-ნი ნანა მრავალწლიანი გამოცდილებით, ისრაელი-საქართველოს ერთობლივ კარდიოლოგიურ და ანგიოლოგიურ კლინიკა „ჰელსიკორის“ ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ჩვენ ვესტუმრეთ ქ-ნ ნანას კლინიკა „ჰელსიკორში“ და მისი საუბრიდან შევიტყვეთ, რომ დღეში საშუალოდ 20 პაციენტს იღებს და ვინაიდან საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს, საერთოდ არ თვლის, რომ სამუშაო გრაფიკი დატვირთული აქვს.

ჩვენ გავესაუბრეთ ქ-ნი ნანას პაციენტებს (მათ შორის ბევრ ცნობად სახეს) და უამრავი დადებითი რამ მოვისმინეთ მის შესახებ:

ბ-ნი ავთანდილ წერეთელი, ბიზნესმენი, „მე, სიმართლე გითხრათ, არასოდეს არ ვენდობოდი საქართველოს კლინიკებსა და ექიმებს. სხვადასხვა მიზეზების გამო მხოლოდ საზღვარგარეთ არსებული სამედიცინო დაწესებულების პაციენტი ვიყავი, ახლა კი ქ-ნი ნანას და კლინიკა „ჰელსიკორის“ წყალობით, დავინახე რომ საქართველოშიც არსებობს საერთაშორისო დონის მომსახურება და დიაგნოსტიკა, უზომოდ მადლობელი ვარ ამ კლინიკის თითოეული თანამშრომლის.“



ქეთევან გრიგოლია, განათლების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი.: 10 წლის განმავლობაში მაწუხებდა გული, არითმია, უძილობა და თბილისის რამოდენიმე კლინიკას მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს „კარდიოექსპრესის“ გამოძახება მომიწია და მათივე რჩევით მოვხვდი კლინიკა „ჰელსიკორში“. ჩემი მკურნალი ექიმი იყო ქ-ნი ნანა გოთონელია, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ და მისი მკურნალობის შედეგად ამჟამად საერთოდ აღარ მაწუხებს ზემოაღნიშნული პრობლემები. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მთელი კოლექტივის პროფესიონალიზმს. მინდა გულით ვურჩიო ყველა საქართველოში მცხოვრებ კარდიოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს, რომ მისი არჩევანი ამ კლინიკაზე შეაჩეროს.



მხატვარი, ბ-ნი ჯემალ ხუციშვილი.: „ქ-ნი ნანა არის საუკეთესო კარდიოლოგი. იგი დაჯილდოებულია ყველა იმ ღირსებით, რაც ექიმისათვისაა მთავარი. პირველ რიგში, არის ძალიან მაგარი ადამიანი, ყურადღებიანი,თავისი საქმის პროფესიონალი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ვიზიტისთანავე შეგვაყვარა თავი მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც. დიდი მადლობა ქ-ნ ნანას და კლინიკა „ჰელსიკორს“.



მამუკა გონგაძე, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საბჭოს თავჯდომარის მოადგილე: „პირადად ჩემთვის, ქ-ნი ნანა არის პროფესიონალი ექიმი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თავისი საქმე და რომელმაც მე, პირადად, ხელახლა მაჩუქა სიცოცხლე. ყველაზე მეტად კი მისი თბილი დამოკიდებულება მაკვირვებს, რაც დამეთანხმებით, არც ისე ხშირია. ეს არის ადამიანი, რომელთანაც მოსვლა უბრალოდ მიხარია. საერთოდ ამ კლინიკის ყველა თანამშრომელი საოცრად კეთილგანწყობილია და შესაბამისად, „ჰესლიკორში“ მისვლისთანავე მეხსნება ყოველგვარი დისკომფორტი, რაც სამწუხაროდ თან სდევს ადამიანის კლინიკაში მისვლას“.

უამრავი პაციენტის გამოჯანმრთელება შეძლო ქალბატონმა ნანა გოთონელიამ თავისი კარიერის განმავლობაში. 30 წლის მანძილზე, ქ-ნი ნანას წყალობით, საფრთხე აღარ ემუქრება ბევრი პაციენტის სიცოცხლეს.

ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ქ-ნ ნანას და შეგახსენოთ, რომ მასთან ვიზიტზე ჩასაწერად უნდა მიმართოთ კლინიკა „ჰელსიკორს“ ნომერზე: 2 43 33 43 ან 598 16 55 66.

კომენტარი