მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ნა­ხე­ვარ­ქ­ვე­ყა­ნა
ახლა კითხულობენ

სკოლის ადმინისტრაცია შოკშია - გაინტერესებთ რა გამოაქვეყნა მასწავლებლმა და 4 შვილის დედამ ინსტაგრამზე?  

კომპანია ჯორჯიან მანგანზმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25 მეგავატიანი სიმძლავრის ღუმელი გაუშვა ექსპლატაციაში.  

დედა მაღაზიაში შევიდა, ბავშვი გარეთ დატოვა, დაიწყო წვიმა - ფოტო გადაღებულია ათბილისში  

ნიკა მელია ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფოტოების გამოფენაზე იმყოფებოდა  

სანდრა რულოვსმა თვითმფრინავში მგზავრები გააოცა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
„მეტი ჟანგბადი ქალაქს“ - „E-Space“-ი და „m2 უძრავი ქონება“ ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნიან
14:38 25.11.2016

25 ნოემბერი, 2016 წელი - კომპანიებმა m2 უძრავი ქონება“ და E-Space” სოციალური კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ გამოაცხადეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანია „E-Space“, მისი გენერალური პარტნიორის „m2 უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტრო-დამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს.

m2 უძრავი ქონება“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით. კომპანია უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უჭერს მხარს და ხდება „E-Space-ის გენერალური პარტნიორი საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის შექმნის საკითხში.

დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში m2 კომპანია „E-Space-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში.

„m2-ის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ გარემოს დაბინძურების პრობლემას და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდით გვეზრუნა გარემოზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ ენერგოეფექტურ კომპლექსებს, რითაც ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამჯერად, „m2 უძრავი ქონება“ უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზეც იწყებს ზრუნვას. ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ გავხდით კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორები ამ ძალიან კარგ საქმეში. მგონია, რომ კამპანიას „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ დიდი მომავალი აქვს“. - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

„მოხარული ვარ, რომ “E-Space”-ის წამოწყებამ გამოიწვია კერძო სექტორის დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება. „m2 უძრავი ქონება“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემოგვთავაზა ახალი კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება არამარტო ჰაერის ხარიხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, როგორც მომავლის ტექნოლოგიის, პოპულარიზაციას ქვეყანაში.

დღეიდან „m2 უძრავი ქონება“ ჩვენი გენერალური პარტნიორი ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.“ - აცხადებს „E-Space“-ის - აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი