სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები ცოცხალ ლეგენდას შეხვდნენ!

ცოტა ხნის წინ ბავშებს ესტუმრა პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, 2016 წლის რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, მსოფლიო რეკორდსმენი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე!

„ბავშების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ასეთი ადამიანი რომ გაიცნეს! ისინი ხომ ლაშას ოლიმპიადის დროს ძალიან გულშემატკივრობდნენ!

ლაშამ ბავშვებს ესაუბრა თავისი სპორტული მიღწევებზე და გამარჯვების საიდუმლოც გაანდო.

ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ ლაშას ისტორიებს, შემდეგ თვითონაც წაუკითხეს ლექსები და უმღერეს ქართული სიმღერები.

ჩემპიონი ძალიან გახარებული იყო ასეთი მასპინძლობით, ბავშვებმა მკლავჭიდშიც კი სცადეს ბედი.

დამშვიდობებისას, ლაშამ ბავშვებს კარგად სწავლა, ვაარჯიში და ყველაფერში გამარჯვების მიღწევა უსურვა.

დიდი მადლობა ლაშა, რომ გამონახე დრო ჩვენი ბავშვების გახარებისთვის და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქე! შენ არაჩვეულებრივი სპორტსმენი და ოქროს გულის ადამიანი ხარ“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100