სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ჰუავეიმ” ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენა გამართა

ჰუავეის ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოფენო მანქანის პრეზენტაცია ჰოთელს & პრეფერანსის ჰუალინგ თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება „ჰუავეის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენის ტური ცენტრალურ აზიაში 2016 ფარგლებში მოეწყო.

"ჰუავეის" წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს კომპანიის უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროექტები საგამოფენო მანქანაში გააცნეს. ასევე მოახდინეს მათი გადაწყვეტილებების დემონსტრირება, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: ფიქსირებული ქსელი, უკაბელო ქსელი, საბაზო ქსელი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მომსახურება.დაინტერესებული პირებისთვის საცდელად ხელმისაწვდომი იყო "ჰუავეის" საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებები სხვადასხვა სახით, როგორიცაა, კონცეპტუალური დემო-ვიდეოები, მომსახურების სიმულირების ოპერაციები, მოწყობილობის ადგილზე მართვა, სამუშო შეფასება და სხვა კომუნიკაციები.

ღონისძიებას ეწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და კომპანია „ჰუავეის“ წარმომადგენლები, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ავთანდილ კასრაძე. საგამოფენო მანქანის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ეკონომიკისა და ტექნოლოგიის განვითარებში, "ჰუავეის" წვლილს გაუსვა ხაზი. კასრაძემ ჩინურ კომპანიას მსოფლიოში, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უწოდა. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ასევე მაქსიმალურად გამოყენებული და ხელმისაწვდომი იქნას ქართული კომპანიებისთვის, ქართულის სტარტაპებითვის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის და "ჰუავეი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოში, რომელიც ციფრული ტექნოლოგიური და ინტერნეტიზაციის მიმართულებთ საინტერესო გადაწყვეტას სთავაზობს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ფართომასშტაბიანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი და ძალიან მნიშვნელობვანია, რომ აპარატურულ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიები იყოს გამოყენებული. დღეს ვნახეთ თუ რა ტექნოლოგიებს გვთავაზობს "ჰუავეი". ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმსაწვდომი გავხადოთ და ხელი შეუვუწყოთ ყველა ჩვენი რესურსით, რომ დღეს ქართულმა კომპანიებმა თავიანთი განვითარებისთვის და თავიანთი პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და დანერგონ პროცესში", - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ავთანდილ კასრაძემ.

"ჰუავეის" ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოფენო მანქანის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჯი იან ჩიმ საქართველოში, "ჰუავეის" მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დავესწრო "ჰუავეის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ ღონისძიებას. გუშინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავათვალიერე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შექმნილი რამდენიმე საწარმო და ოდესაც იმ კომპანიებს ვათვალიერებდი "ჰუავეი" გამახსენდა. მჯერა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს კომპანიებიც აუციელბდლად გახდებაინ მსოფლიოსში ისეთივე წამყვანი კომპანიები, როგორიც დღესდღეობით ჰუავეია. ჰუავიე ჩინეთის მართალაც სამაგალითო კომპანიაა. 30 წლის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის განმავლობაში ჰუავეიმ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში. გარდა ამისა მან შეძლო შეექმნა ახალი მოდელი. იმედი მაქვს, რომ ამ გამოფენის საშუალებითჩუნურ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომელობა კიდევ უფრო განვითარდება და "ჰუავეი" თავის წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების საქმეში.

დასასრულს, როგორც ღონისძიებაზე ითქვა, „ჰუავეის“ მიზანია მოხდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის პოპულარიზაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონის ოპერატორებში, რაც უზრუნველყოფს აბრეშუმის გზის უკეთეს კავშირს. საგამოფენო მანქანა დიდმაშტაბიან მოგზაურობას გააგრძელებს, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100