სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვაგვაროთ გაუთვალისწინებელი პრობლემები

სულ რამოდენიმე წუთით, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ხელფასამდე დარჩენილია რამდენიმე დღე, თუნდაც ერთი კვირა, თქვენ კი გაუთვალისწინებელი ხარჯი გაგიჩნდათ. გაგიფუჭდათ მანქანა, სახლში რაღაც გახდა გასაკეთებელი ან უბრალოდ მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ? რას შვრებით ამ დროს? ალბათ, გამოგაქვთ ანგარიშიდან თანხა და პრობლემას აგვარებთ, მაგრამ ალბათობა იმის, რომ საკმარისი ფული თვის ბოლოს ანგარიშზე არ გქონდეთ დიდია, ეს კი ნამდვილად რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. რა უნდა მოიმოქმედოთ ამ შეთხვევაში? დაურეკოთ მეუღლეს, მამას, მეგობარს? კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ როდესაც ქალი თავად აგვარებს წარმოქმნილ პრობლემებს და ამაში სხვების დახმარება არ სჭირდება ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ახლობელთან რეკვა და ფულის სესხება.

იმისათვის, რომ საჭირო დროს საჭირო ფული აიღოთ, არ არის აუცილებელი ნაცნობ-ნათესავებთან გაქცევა, თქვენ ამ დროს ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორი გჭირდებათ, რომელსაც ყოველთვის აქვს ფული მოსაცემად და თავად გარჩევინებთ პერიოდს, როდესაც უკან დააბრუნებთ ვალს.

„რამდენიმე დღის წინ სარეცხის მანქანა გაფუჭდა. სახლში არავინ იყო. მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა მივლინებით და ჩემი ძმაც არ იმყოფებოდა თბილისში. იმ მომენტში საკმარისი თანხა არ მქონდა, რადგან მანქანის შეკეთება იმაზე ძვირი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ამიტომაც მაშინვე ონლაინ სესხს მივმართე. CCloan-ის დახმარებით 15 წუთში მივიღე სასურველი თანხა, თავად ავირჩიე დაფარვის თარიღი და პრობლემაც თავად მოვაგვარე“ - ამბობს ნათია, რომელიც არა ერთხელ იყო CCloan-ის მომხარებელი და ამით არაერთი პრობლემა მოაგვარა.

მთავარია, სწორად განსაზღვროთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ფული, ზუსტად იმდენი გინდათ თუ არა, რამდენსაც თხოულობთ და შეძლებთ თუ არა მითითებულ დროს მის დაბრუნებას.

„მახსოვს, ერთხელ ვერ დავფარე სესხი დროულად, მაგრამ CCloan-ის პირობების თანახმად მისი გადავადება 1 კვირით შევძელი და ეს ძალიან დამეხმარა ფინანსების სწორად გადანაწილებაში:“ - აგრძელებს ნათია და დასძენს, რომ მისთვის დარიცხული პროცენტის გადახდა უფრო მისაღებია, ვიდრე სხვაზე ფინანსურად დამოკიდებულება.

ასე რომ, თუ თქვენთვისაც პრიორიტეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა, ნუ დაელოდებით სხვას და ნუ იქნებით სხვების იმედზე. მიიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და მართეთ საკუთარი ფინანსები თავად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100