სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ჰუავეი” ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენას გამართავს

საგამოფენო მანქანამ სტარტი აზერბაიჯანიდან აიღო

1 ნოემბერს, 11:00 საათზე, ჰოთელს & პრეფერანსის ჰუალინგთბილისის ტერიტორიაზე (მის: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი)ჰუავეის ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოფენო მანქანის პრეზენტაციაგაიმართება. ღონისძიება ჰუავეის საინფორმაციო და საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოფენის ტური ცენტრალურ აზიაში 2016ფარგლებში მოეწყობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:

ჯი იანჩი , ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის საქართველოში

ლიან დონბო, თბილისის „ჰუავეის“ გენერალური დირექტორი

საგამოფენო მანქანის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი არიან სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები.

საგამოფენო მანქანაში „ჰუავეის“ წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს კომპანიის უახლეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროექტებს გააცნობენ. ასევე მოახდენენ მათი გადაწყვეტილებების დემონსტრირებას, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: ფიქსირებული ქსელი, უკაბელო ქსელი, საბაზო ქსელი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მომსახურება.

დაინტერესებული პირებისთვის საცდელად ხელმისაწავდომი იქნება „ჰუავეის“ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებები სხვადასხვა სახით, როგორიცაა კონცეპტუალური დემო-ვიდეოები, მომსახურების სიმულირების ოპერაციები, მოწყობილობის ადგილზე მართვა, სამუშო შეფასება და სხვა კომუნიკაციები.

„ჰუავეის“ მიზანია მოხდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის პოპულარიზაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონის ოპერატორებში, რაც უზრუნველყოფს აბრეშუმის გზის უკეთეს კავშირს. საგამოფენო მანქანა დიდმაშტაბიან მოგზაურობას დაიწყებს აზერბეიჯანში, ტური გაგრძელდება თურქმენეთში, საქართველოში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში.

საგამოფენო მანქანა თბილისში განთავსებული იქნება 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100