სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაგაიმართა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტოასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარეთამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. დელეგაციის წევრებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს და კენჭისყრის დღედადებითად შეაფასეს.

შეხვდრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილეს. აღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნოპროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულარჩევნებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს. სადამკვირვებლო მისიის წარმომდგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელობას არჩევნებთან დაკავშირებითსაკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ მისია პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაცდააკვირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100