სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინკლუზიური სწავლების ცენტრის დასის გასტროლი სიღნაღში

ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლასთან არსებული თეატრალური დასი „ცისარტყელა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში 23 სექტემბერს, სპექტაკლს „პატარა უფლისწული“ წარადგენს. სპექტაკლში ინკლუზიური სწავლების ცენტრის 13 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, სპექტაკლის რეპეტიციას სკოლაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე დაესწრნენ.

„ჩვენი მიზანია შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების სტიმულირება. მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მათი მხატვრული უნარების განვითარებას, დაფარული ტალანტების გამოვლენას, რაც თავისთავად დაეხმარება მათ თვითრეალიზაციასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში“- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

პროექტი ა(ა)იპ „ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება-თანადგომის“ ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100