სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.

შეჯიბრის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ტურნირში თბილისის სხვადასხვა რაიონიდან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების 25-მდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრში გამარჯვებულები ჯილდოს სახით „ქართული ოცნების თასს მიიღებენ. „ვფიქრობ, ამ პროექტს შეუძლია, გააღვივოს ახალგაზრდებში ინტერესი სპორტისადმი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, გვინდა, ვუთხრათ, ახალგაზრდებს, რომ სპორტი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, - განაცხადა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100