სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზურგეთიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭიანეთიდან გაუჩინარებული 15 წლის გოგონა სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და პოლიციას ის ოზურგეთში, საკუთარ სახლში გადაჰყავს.
ოჯახის წევრებმა გოგონას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100