სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დახატე შენი გმირი"

დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართა აქცია „დახატე შენი გმირი“, რომელიც 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. პატარებმა ხელოვნების სივრცეში კედლები მოხატეს და აღწერეს, თუ როგორია მათ წარმოდგენაში გმირი. აქციაში “დახატე შენი გმირი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამივე შვილი ჩაერთო, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი შექმნეს.

აქვე გაიმართა ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოების გამოფენა. 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან გმირულად 16 ჯარისკაცი დაიღუპა.

ხელოვნების სივრცეში გამართულ აქციას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ომში დაღუპული გმირების გასახსენებლად ბავშვები მოგვეწვია და მცირე ზომის აქცია გაგვემართა. ბავშვები დახატავენ, როგორ წარმოუდგენიათ სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანი და ვინ არის მათთვის გმირი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ ბავშვების მშვიდობიანი მომავალი, რომ შეძლონ საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენა და გამოყენება ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისთვის.“ - განაცხადა ნათია სირაბიძემ.

აქცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100